პროექტი: ნარკომანია მსოფლიოს უდიდესი უბედურება"

1.პროექტის თემა: ნარკომანია მსოფლიოს უდიდესი უბედურება.
2.მნიშვნელობა აქტუალობა: მოსწავლეებს დავანახო ნარკოტიკის მიღების შედეგად გამოწვეული შედეგები და დავსახო პრევენციული ღონისძიებები მის აღმოსაფხვრელად.ისინი გაეცნობიან ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოქვეყნებულ სტატისტიკას.ინტერნეტით მოიძიებენ მასალებს ნარკოტიკისა და ნარკომანიის შესახებ.
3.სამიზნე ჯგუფი: მე–11  მე–12 კლასის მოსწავლეები ასაკი 17–18წელი.
4.დროის ხანგრძლივობა: 1 თვე
5.მიზანი–შედეგი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა მავნებელია ნარკოტიკული საშუალებები ჯანმრთელობისთვის.გაეცნობიან სისხლის სამართლის კოდექსს და გაიგებენ თუ როგორ ისჯებიან ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი.შეხვდებიან და გაესაუბრებიან სოფლის ექიმს და უბნის ინსპექტორს.მოიძიებენ და ნახავენ ვიდეო–ფილმებს გამოუშვებენ ბუკლეტებს რისი საშუალებითაც ინფორმაციას გაავრცელებენ საზოგადოებაში.
6.წინარე ცოდნა: მოსწავლეები სანამ დაიწყებენ პროექტზე მუშაობას კითხვების დასმით გავიგებ თუ რა იციან ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ.
7.სასწავლო მასალა რესურსები: წიგნი,ქაღალდი,კალამი,კომპიუტერი მობილური ტელეფონი.
8.პროექტის მსვლელობა: კლასის ჯგუფებად დაყოფა.პირველი ჯგუფის წევრები:კესო,თათია, სალომე,გოგიტა რეზო.ლიდერი მე–11 კლასის მოსწავლე კესო ფრუიძე.საჭირო მასალა:ქაღქლდი კალამი ტელეფონი.
         მეორე ჯგუფის წევრები:გვანცა,მონიკა,მარი,ნინო,ანზორი,საბა,მიხეილი.ლიდერი გვანცა გვენცაძე.
მეორე ჯგუფს ევალებათ:დისკების და ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ საჭირო მასალა ნარკომანიის შესახებ.საჭირო მასალები:კომპიუტერი,დისკი ლიტერატურა სადაც შესაძლებელი იქნება საჭირო მასალების მოძიება.
ორივე ჯგუფის წევრები ამთავრებს მუშაობას დაგეგმილ ვადაში,ბრუნდებიან სკოლაში და ლიდერები აკეთებენ ზეპირ და ვიზუალურ პრეზენტაციას.ასეთი პროექტები ხელს შეუწყოფს მოსწავლეებს უფრო კარგად დაეუფლონ ცოდნას,მიეჩვევიან კოლექტივში მუშაობას და თანამშრომლობას,განუვითარდებათ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი კვლევის ინტერესი.
პროექტის ხელმძღვანელი:აკაკი ფრუიძე
                ელ–ფოსტა akakifruidze@gmail.com

Комментарии